ინდოეთში კოორნავირუსის 17 000 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ინდოეთში კოორნავირუსის 17 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ერთ დღეში დადასტურებული შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელია , - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქვეყანაში დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 473 105-ს მიაღწია, აქედან გარდაიცვალა 14 894 და გამოჯანმრთელდა 271 697 ადამიანი.

ყველაზე მეტი შემთხვევა დელიშია დადასტურებული, სადაც დაინფიცირებულთა რაოდენობა 70 000-ს აჭარბებს, შემთხვევების თითქმის მესამედი კი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გამოვლიდა. ქალაქში უდიდესი „დროებითი საავადმყოფოს“ მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც პაციენტებისთვის 10 000 საწოლი იქნება განთავსებული.

ცნობისათვის, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით ინდოეთი მე-4 ადგილზე დგას მსოფლიოში აშშ-ის, ბრაზილიისა და რუსეთის შემდეგ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა