სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 771 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 22 488-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ 19“-ს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვი 397 -მდე გაიზარდა.
25 ივნისის მდგომარეობით, სომხეთში კორონავირუსისგან დაინფიცირებული 11 335 პაციენტი გამოჯანმრთელდა.