ენერგოომბუდსმენი საქართველოში მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობს

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი საქართველოში მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ენერგოომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს, ენერგეტიკის კვირეული 2006 წლიდან ტრადიციულად ტარდება ევროკავშირის ქვეყნებში, რასაც საქართველოც შეუერთდა. მათივე ცნობით, კვირეულის მიზანია, ხელი შეუწყოს გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის საკითხებთან დაკავშირებით, მყარი ენერგეტიკისა და გარემოს სასურველი კლიმატის დამკვიდრებისთვის.

25 ივნისს სალომე ვარდიაშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის და ენერგოეფექტურობის ცენტრის ერთობლივ ღონისძიებაზე სიტყვით წარსდგა, სადაც დაწვრილებით ისაუბრა ენერგეტიკის განვითარების ისტორიულ ასპექტებზე, მის მნიშვნელოვნებასა და ნაკლოვანებებზე, ენერგოოეფქტურობის აუცილებლობასა და მის გავლენაზე მომხარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით მდგრადი ენერგეტიკის განვითარება უმნიშვნელოვანესია საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მისაღწევად. ენერგოომბუდსმენი მზად არის აქტიური მონაწილეობა მიიღოს ყველა საგანმანათლებლო კამპანიაში, რომელიც მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების მიზანს მოემსახურება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო