მორაგბეების ადვოკატის განცხადებით, როდესაც მისი დაცვის ქვეშ მყოფები საქმეში ჩნდებიან, გიორგი შაქარაშვილი უკვე იქ აღარ იმყოფებოდა და ვერსია, რომ ბოლოს მათ ნახეს შაქარაშვილი, რეალობას არ შეესაბამება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხული მორაგბეების ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, როდესაც მისი დაცვის ქვეშ მყოფები საქმეში ჩნდებიან, გიორგი შაქარაშვილი უკვე იქ აღარ იმყოფებოდა და ვერსია, რომ ბოლოს მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა ნახეს შაქარაშვილი, რეალობას არ შეესაბამება.

„ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების მდგომარეობა ძალიან სტრესულია იქიდან გამომდინარე, რომ მათი ოჯახის წევრები ფსიქოლოგიურ ძეწოლას განიცდიან, თან იმ პირობებში, როდესაც მათი ბრალეულობა ნულის ტოლია.

მოგეხსენებათ, გუშინ ერთ-ერთი მოწმე გამოვიდა და იმ გარემოებებზე ისაუბრა, რაც მან საკუთარი თვალით დაინახა. კონკრეტულად მან თქვა, რომ მანქანა, როდესაც გაჩერდა, ამასობაში ორი ადამიანი გაიქცა, სულ ექვსნი იყვნენ, ხოლო ის ორი ადამიანი, რომელიც გაიქცა, თვითონ და გიორგი შაქარაშვილი იყო. ლოგიკას რომ გავყვეთ, ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფენი, როდესაც აღნიშნულ საქმეში ჩნდებიან და „ტოიოტა ქამრის“ ავტომანქანით გადაადგილდებიან, უკვე გიორგი იქ არ იმყოფება, ე.ი. ვერსია, რომ ბოლოს ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებმა ნახეს შაქარაშვილი, რეალობას არ შეესაბამება. ფაქტია, რომ აღნიშნულმა პირმა დაადასტურა ის ინფორმაცია, რომ ბოლო მანქანის მისვლამდე გიორგი იქ არ იყო. ეს მიუთითებს იმაზე, რომ იმ ბიჭების ნამდვილად არანაირი ბრალეულობა არ იყო, რომლებიც „ტოიოტა ქამრიში“ ისხდნენ. ახლა უკვე ჩემთვისაც ნათელია, ამდენი ხნის განმავლობაში საგამოძიებო ორგანომ რეაგირება რატომ არ მოახდინა, იმიტომ, რომ მათი ბრალეულობა ნულის ტოლია“,-განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

რაც შეეხება კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზანი ამოძრავებდათ მის დაცვის ქვეშ მყოფებს და რატომ ჩავიდნენ ისინი ადგილზე, კობაიძე პასუხობს, რომ მათი მიზანი ინტელექტუალური დახმარება იყო.

გარდა ამისა, კობაიძე ასევე აცხადებს, რომ რკინის ხელკეტი მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირების მანქანიდან „ტოიტოა ქამრიდან“ არ არის ამოღებული და მისი ინფორმაციით, ის „მერსედესის“ მარკის ავტომობილიდან ამოიღეს.

„მერსედესში“ ვინც ისხდნენ, ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებს დაურეკეს და უთხრეს, რომ მისიანებს ეძებდნენ და სწორედაც ეძებდნენ იმიტომ, რომ კონფლიქტი აერიდებინათ. როგორც ირკვევა, რკინის ხელკეტი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მანქანიდან არ არის ამოღებული, მე რა ინფორმაციაც მაქვს, „მერსედესის“ ტიპის ავტომანქანიდან ამოიღეს. ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების მანქანაში ექვსი პირი იჯდა. მათი სულისკვეთება დახმარება და საქმის „მოგვარება“ იყო, არ აფიზიკურად დახმარება, არამედ-ინტელექტუალურად და ინტელექტუალური დახმარება თუნდაც იმაში გამოიხატება, რომ, როდესაც გუკა მანქანაში ჩაისვეს ფაქტია, რომ მას კარგად ექცევიან, ამშვიდებენ და აწყნარებდნენ. გუკა ამირხანაშვილიც საუბრობს, რომ მასსა და ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების მანქანაში მსხდომ ადამიანებს შორის კონფლიქტი არ ყოფილა და დაზიანები საიდან მიიღო მან, ეს უკვე ცალკე საკითხია. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების ამ კონფლიქტში ჩართულობა ნულის ტოლია, მისვლა დავიგვიანეთ და ამ დაგვიანებამ განაპირობა ის, რომ კონფლიქტიც მომხდარი და დიდი ალბათობით, ეს ფატალური შემთხვევაც უკვე მომხდარი იყო“,-აცხადებს კობაიძე მედიაცენტრ „მთავარში“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო