სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ - „ალდაგი“ 30 წლის გახდა - ის ერთ-ერთი პირველი კერძო კომპანიაა, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში დაფუძნდა და დღემდე სფეროს ლიდერად რჩება

სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ 30 წლის გახდა. ის ერთ-ერთი პირველი კერძო კომპანიაა, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში დაფუძნდა და დღემდე სფეროს ლიდერად რჩება, - ამის შესახებ „ალდაგის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

კომპანიის ინფორმაციით, დღეს ალდაგის პორტფელშია 100,000 მდე დაზღვეული კლიენტი როგორც კორპორატიულ, ისე საცალო სექტორში. 30 წლის განმავლობაში კომპანიის მიერ ადამიანებისა და კომპანიებისთვის ანაზღაურებული თანხა 320 მლნ ლარს შეადგენს.

„დაფუძნებიდან დღემდე, „ალდაგი“ სტაბილურად თანამშრომლობს საერთაშორისო მაღალრეიტინგულ გადამზღვევლებთან. ალდაგი იყო პირველი, ვინც საქართველოში შემოიყვანა კომპანია Swiss Re და მასთან ერთად მთელი რიგი წამყვანი კომპანიები. დღეს ალდაგის საერთაშორისო პარტნიორებს შორის არიან: HANNOVER RE, TRANS RE, AXA XL (XL Catlin), POLISH RE, AIG and LLOYD’S OF LONDON. ბოლო 16 წლის განმავლობაში საერთაშორისო პარტნიორებისგან ალდაგმა ქვეყანაში 87 მილიონ ლარამდე შემოიტანა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კომპანიისვე ინფორმაციით, „ალდაგი“ იყო პირველი, რომელმაც დაიწყო აგრომეურნეების დაზღვევა საქართველოში და მხოლოდ ამ მიმართულებით 2014 წლიდან 15 მილიონი ლარი აქვს ანაზღაურებული.

„ალდაგმა“ შექმნა არაერთი საცალო და კორპორატიული სადაზღვევო პროდუქტი და დღესაც ერთ-ერთ ინოვატორად რჩება ახალი პროდუქტებისა თუ სერვისების დანერგვის კუთხით. 30 წლის განმავლობაში, ალდაგმა არაერთი შერწყმა და ტრანსფორმაცია განახორციელა ზრდისა და განვითარების მიზნით. დღეს ის აღიარებულია საუკეთესო სადაზღვევო კომპანიად საქართველოსა და კავკასიის რეგიონში (EUROMONEY, world finance, global brand magazine). 2020 წელს ალდაგი ფლობს ბაზრის 44% წილს აგროდაზღვევაში, 35% წილს ტვირთების დაზღვევაში, 34% ქონების დაზღვევაში და 25% წილს ავტოდაზღვევაში. ალდაგი 600 ადამიანზე მეტს ასაქმებს და ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია, როგორც შიდა პოლიტიკის, ისე თანამშრომლებში ინვესტიციისა და მოტივაციის კუთხით. წელს, ალდაგმა სადაზღვევო ბაზარზე პირველმა შეძლო სრულად ციფრული ტრანსფორმაცია ხელოვნური ინტელექტისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც ალდაგის მომხმარებლისთვის კიდევ უფრო უსაფრთხო, დახვეწილ და მაღალი ხარისხის მომსახურებას ნიშნავს. ალდაგი იყო პირველი 2020 წელს, რომელმაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ხელმისაწვდომი საცალო პროდუქტების განვითარების კუთხით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„30 წლის გამოცდილება, ექსპერტიზა რისკების მართვასა და მომხმარებელთან ურთიერთობაში, ალდაგს აძლევს საშუალებას, იყოს საიმედო პარტნიორი, როგორც საქართველოში - ადამიანებისა და კომპანიებისთვის, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაში. მოხარული ვართ, რომ წლების განმავლობაში შევძელით შეგვექმნა დაზღვევის სტანდარტი, ვყოფილიყავით სანდო და სტაბილური პარტნიორი და ხელი შეგვეწყო ადამიანებისა და ბიზნესებისთვის განვითარებულიყვნენ მშვიდ და სტაბილურ გარემოში“,- განაცხადა „ალდაგის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს