კახა კალაძის განცხადებით, ორბელიანის მოედანზე პარკინგთან დაკავშირებით ტელევიზიით ცრუ ინფორმაცია გავრცელდა

თბილისის მერი კახა კალაძე ორბელიანის მოედანს ესტუმრა და მიწისქვეშა პარკინგი ჟურნალისტებთან ერთად დაათვალიერა.

მერის განცხადებით, გუშინდელ სიუჟეტში ისაუბრეს აბსოლუტურად სხვა პარკინგზე, რომელიც არის კერძო საკუთრება, იმყოფება მერიის გაკეთებული პარკინგის გვერდით და არის მძიმე მდგომარეობაში.

„გუშინ ტელევიზიის მეშვეობით გავრცელდა ცრუ ინფორმაცია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვეუბნებოდით, რომ ეს იყო არასწორი. წამოვიდა ბრალდება და წარმოადგინეს სხვა პარკინგი, თითქოს ეს იყო ის სამუშაოები, რომელიც მუნიციპალიტეტმა ორბელიანის მოედანზე განახორციელა და დღეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. შეეცადნენ, რომ მოსახლეობა შეეყვანათ შეცდომაში და ისაუბრეს აბსოლუტურად სხვა პარკინგზე, რომელიც არის კერძო საკუთრება და არის „პირიმზის” საკუთარი, მიწისქვეშა პარკინგი. საუბარი იყო სხვა პარკინგზე, რომელიც არის ჩვენი პარკინგის გვერდით და არის კერძო საკუთრება, იმყოფება უმძიმეს მდგომარეობაში და ამაზე საუბრობენ თითქოს ჩვენ დავხარჯეთ ფული და ჩაოხრებულია“, - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძის ინფორმაციით, კომპანიას პარკინგის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით არაერთხელ მიმართეს და იგეგმება მისი მოწესრიგებაც.

„პარკინგი რომ ასეთ მდგომარეობაშია ძალიან ცუდია, მაგრამ იგეგმება ამ პარკინგის რეაბილიტაციაც, ჩვენ არაერთხელ გვქონდა კომუნიკაცია და უახლოეს მომავალში ესეც იქნება მოწესრიგებული, ოღონდ არა მუნიციპალიტეტის თანხებით, არამედ ვისიც არის მისი თანხებით,” - განაცხადა კახა კალაძემ.

ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით
„ალიანს ჯგუფი“ BDO-სთან პარტნიორობით SAP Business One-ს ნერგავს
გაზელ ფაინენსის ინვესტიცია სანიორეს მეღვინეობაში, ნაფარეულის მიკროზონაში ვენახების მფლობელ კომპანიაში
„თბილღვინო“ განაგრძობს საკუთარი ვენახების განვითარებას
უპროცენტო განვადება და საჩუქარი მომხმარებელს - რას სთავაზობს კომპანია ,,ჯეო გლასი"
ბიზნეს-ცენტრი ატრიუმი - პრაქტიკული არჩევანი
„PSP ყველგან შენი ოჯახის გვერდით“ კამპანიის ფარგლებში ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი წყნეთში გაიხსნა
ტერაბანკი ბიზნესკლიენტებს საქმიანობის პოპულარიზაციაში დაეხმარება
ლიბერთი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო