მამუკა ხაზარაძე - არ მინდა წარსულში დაბრუნება, მინდა მომავლისკენ ვიაროთ, ამისთვის ამზადებს „ლელო” კანდიდატებს, თუმცა იქნება თუ არა გიორგი მარგველაშვილი სიაში, ამას აუცილებლად გავასაჯაროვებთ

მე არ მინდა წარსულში დაბრუნება, მინდა მომავლისკენ ვიაროთ და სწორედ ამისთვის ამზადებს “ლელო” კანდიდატებს, თუმცა იქნება თუ არა გიორგი მარგველაშვილი სიაში, ამას აუცილებლად გავასაჯაროვებთ,- ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პარტიაში შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ინტერესების თანხვედრის გამო გიორგი მარგველაშვილთან მოლაპარაკებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს რიგით მეოთხე პრეზიდენტი, „ლელოს” ლიდერისთვის უცნობია, თუმცა ღიად აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილმა მათ პოლიტიკურ ძალას ნდობა გამოუცხადა.

„პირადად მე შევხვდი და მოლაპარაკება მქონდა გიორგი მარგველაშვილთან და რა შედეგს მივიღებთ, ამას აუცილებლად გავასაჯაროვებთ. ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია სიის რიგითობაზე საუბარი. მთავარი იმ ინტერესთა თანხვედრაა, რომელიც “ლელოს” ლიდერებსა და გიორგი მარგველაშვილს შორის არსებობს. ეს არის ეროვნული იდეის გარშემო გაერთიანება, რაც ქვეყნის ეკონომიკური აღორძინების დაწყებას დააჩქარებს. ჩვენ ვხედავთ, როგორ უნდა გამოვიყვანოთ ჩვენი ქვეყანა მძიმე მდგომარეობიდან”,-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ქვეყნის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანის ერთადერთ გზად კი მამუკა ხაზარაძე “ლელოს” წარმატების ფორმულას მიიჩნევს.

„ყველა ის გუნდი, რომელიც 29 წლის მანძილზე ნულიდან შევქმენით, დღესაც არსებობს და არცერთი არ დაშლილა. ეს არის ჩვენი წარმატების ფორმულა. მნიშვნელოვანია შექმნა სისტემა, შემდეგ აღმოფხვრა მისი ნაკლოვანებები და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ სისტემაში მოექცევა, ვერ ჩაიდენს მსგავს საქციელს, რასაც ადგილი აქვს და ჰქონია სხვადასხვა მთავრობის დროს,”-განმარტა ხაზარაძემ.

„ლელოს” ლიდერმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმ კონკრეტულ საკითხზე, რომელიც გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის დროს გაიარა და აღნიშნა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ხედვა "ქართული ოცნების” მმართველობიდან ჩამოშორებაზე "ლელოს" ხედვას ემთხვევა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს