დღეს, ქალბატონო ნატო, მგონი მარცხენა ფეხით ხართ ამდგარი,- მიმართა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ დეპუტატ ნატო ჩხეიძეს.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე ერთმანეთს კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე და დეპუტატი ნატო ჩხეიძეც დაუპირისპირდნენ.
„ქალბატონო ნატო, მე ერთს შეგახსენებთ, რა ჩაიდინეთ სამარცხვინო საქციელი, როდესაც იმ ჟურნალისტებს ფულს არ უხდით, ვინც იშრომა ძალიან ბევრი ხანი და რომლებიც გიჩივიან, ძალიან სამარცხვინოა,“- ასე მიმართა სოფიო კილაძემ ნატო ჩხეიძეს მას შემდეგ, რაც ის კომიტეტის თავმჯდომარის არაკომპეტენტურობასთან დაკავშირებით სალომე სამადაშვილის განცხადებას დაეთანხმა.
„არც ერთ შემთხვევაში არ დავტოვებ ამას ასე. სახალხო დამცველი აქ ბრძანდება, ცილისწამების უფლება არ გაქვთ, ამიტომ თქვენს ცილისწამებას უნდა გავცე პასუხი, ჩამირთეთ მიკროფონი. ის თანხა, რაც მათ გამოიმუშავეს, აიღეს ბოლომდე, ხოლო ის, რაც თქვენ გინდათ მოაჩვენოთ საზოგადოებას, იყო ჩვეულებრივი სუს-ის დადგმული სპექტაკლი, ოპერატორების აჯანყება, რომელიც მერე აჭარის ტელევიზიაში ძალიან კარგად გაიმეორეს. დანარჩენი, ქალბატონო სოფო, სასამართლოში ჩივიან ისინი და სასამართლომ იცით რა გადაწყვეტილება მიიღო ? უკანონო სანახევრო გადაწყვეტილება მიიღო. უნდა გაეცნოთ ვითარებას რა ხდება და როგორ ხდება. ასე რომ ცილისწამებას მოეშვით და სამარცხვინოობა თქვენკენ მოიკითხეთ,“- განაცხადა ნატო ჩხეიძემ.