ომბუდსმენი - სიცოცხლის უფლების ჭრილში განვიხილავთ პრეზიდენტის მიერ რამდენიმე სადავო შეწყალებას, რომლითაც მან მნიშვნელოვანი ვადის მოუხდელად შეიწყალა ადამიანების მკვლელობაში მსჯავრდებულები

სიცოცხლის უფლების ჭრილში განვიხილავთ პრეზიდენტის მიერ რამდენიმე სადავო შეწყალებას, რომლითაც მან მნიშვნელოვანი ვადის მოუხდელად შეიწყალა ადამიანების მკვლელობაში მსჯავრდებული პირები, - ამის შესახებ სახალხო სამცველმა ნინო ლომჯარიამ 2019 წლის ანგარიშთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განცხადებით, ამ შეწყალებებით დაირღვა სახელმწიფოს მხრიდან სიცოცხლის უფლება. ომბუდსმენმა ასევე ისაუბრა 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებსა და გამოვლენილ დარღვევებზე.

„ანგარიშში მოხვდა ყველა მნიშვნელოვანი და აქტუალური თემა, რომელიც უკავშირდებოდა 2019 წელს ადამიანის უფლებათა დაცვას და დემოკრატიულ პროცესებს. ანგარიში ტრადიციულად იწყება სიცოცხლის უფლების დაცვის თემით. ამ თავში მოხვდა როგორც თემირლან მაჩალიკაშვილის დასრულებული საქმის შეფასება, ასევე მოხვდა ხორავას ქუჩის საქმის შეფასება. მოგეხსენებათ, ჩვენ ვფიქრობდით, რომ საქმის შესწავლისას ადგილი ჰქონდა სავარაუდოდ, სამოხელეო დანაშაულს. მივმართეთ პროკურატურას, რომ დაწყებულიყო გამოძიება უწყების შიგნით სავარაუდო სამოხელეო დანაშაულზე, თუმცა არათუ გამოძიება არ დაწყებულა, არამედ დაწყებული შიდა მოკვლევის თაობაზე ინფორმაცია არც სახალხო დამცველს, არც საზოგადოებას არ მიეწოდება. სიცოცხლის უფლების ჭრილში განვიხილავთ პრეზიდენტის მიერ რამდენიმე სადავო შეწყალებას, რომლითაც მან მნიშვნელოვანი ვადის მოუხდელად შეიწყალა ადამიანების მკვლელობაში მსჯავრდებული პირები. მიგვაჩნია, რომ ამით დაირღვა სახელმწიფოს მხრიდან სიცოცხლის უფლება. ასევე, ამ თავში ხვდება ია კერზაიას საქმე და ვფიქრობთ, დაგვიანებით დაწყებული გამოძიების გამო ვერ დადგინდა საქმეზე ჭეშმარიტება.

გარდა ამისა, ჩვენი ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს. ჩვენი შეფასებით, მიმდინარე გამოძიება ამ ეტაპზე არ არის კონცენტრირებული იმაზე, რომ გამოვლინდეს ღონისძიების მართვაზე პასუხისმგებელი პირების როლი და პასუხისმგებლობა. ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე გამოძიება კონცენტრირდება ინდივიდუალური სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილი სავარაუდო გადაცდომების გამოძიებაზე და არ უყურებს სურათს უფრო სისტემურად, რომ გამოავლინოს უფრო მაღალი თანამდებობის პირების როლი აღნიშნულ საქმეში,"- განაცხადა ლომჯარიამ.

მისივე თქმით, 2019 წლის ანგარიშში მოხვდა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის პროცესიც, როდესაც პარლამენტმა 2019 წლის 12 დწკემბერს 14 მოსამართლე უვადოდ დაამტკიცა.

"ჩვენ დავაკვირდით უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს და ჩვენი შეფასება წლიურ ანგარიშშიც აისახა. მიგვაჩნია, რომ იუსტიციის საბჭოში კანდიდატების ნომინირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები არ იყო გამჭვირვალე. მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ იყო სათანადოდ დასაბუთებული. პარლამენტში წარდგენილ კანდიდატებს შორის მოხვდნენ ის პირები, რომლებმაც სხვა კანდიდატებზე ნაკლები შეფასების ქულა მიიღეს და ასევე, სამი ისეთი კანდიდატი მოხვდა, რომლებიც ვერ აკმაყოფილებდნენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს,"- განაცხადა ლომჯარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა