მთავრობა დღეს დაამტკიცებს მექანიზმს, რომლის მიხედვითაც, ბინის შეძენის მსურველი მოქალაქეებისთვის სესხის პროცენტს სახელმწიფო დაასუბსიდირებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა მექანიზმი, რომლის მიხედვითაც, ადამიანებს, რომელთაც ახალაშენებული ბინის შეძენა სურთ და პანდემიის გამო იპოთეკური სესხის აღება გაურთულდათ, სახელმწიფო სესხის პროცენტს დაუსუბსიდირებს.

მისივე თქმით, ძალაში შედის ასევე ის მექანიზმი, რისი მეშვეობითაც ღია კონკურსის შედეგად სახელმწიფო სამშენებლო კომპანიებს მისცემს გარანტიას, რომ მათი ფართების არაუმეტეს 30% იქნება შეძენილი კონკრეტულ ფასად იმ შემთხვევაში, თუკი ისინი შეძლებენ, რომ დაასრულონ ეს მშენებლობები.

ამის შესახებ თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს მთავრობის სხდომაზე ჩვენ დავამტკიცეთ კონკრეტული მექანიზმები, რომელიც ჩვენი ანტიკრიზისული გეგმის ნაწილია, კონკრეტულად ბინათმშენებლობის, სამშენებლო სექტორის მხარდაჭერის თალსაზრისით, კერძოდ, ეს არის სახელმწიფო პროგრამა იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც განახორციელებს ჩვენი საააგენტო „აწარმოე საქართველოში“. ეს პროგრამა მოიცავს ორ კომპონენტს, პირველივე ეს არის სუბსიდირების კომპონენტი, როდესაც იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ სურვილი, რომ შეიძინონ ახალაშენებული ბინები, გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები, მაგრამ კოვიდ 19-ის გამო ფინანსური პირობების გაუარესების გამო არ ეძლევათ საშუალება, აიღონ იპოთეკური სესხები ბანკებში იმისთვის, რომ შეიძინონ ბინები. ჩვენი პროგრამის მეშვეობით, ჩვენ დავუსუბსიდირებთ სესხის პროცენტს გარკვეული მექანიზმით და ოდენობით. ასევე, თანაუზრუნველყოფაში ჩავუდგებით ბანკთან სესხის აღების დროს.

ყველაზე დიდი პრობლემა გასული წლების, იცით, რომ არის დაუმთავრებელი მშენებლობები და როგორც კი მძაფრდება მსოფლიოში და გნებავთ, ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი, ეს პირველ რიგში, ურტყამს მშენებლობებს და ამის შედეგად გვაქვს ხოლმე დაუმთავრებელი მშენებლობები. ეს ეხება ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ნებისმიერი დეველოპერისგან სურს, შეიძინოს ბინა და აიღოს საბანკო სესხი და კოვიდის გამო შეექმნა პრობლემები, შეუძლია, რომ ისარგებლოს ამ პროგრამით, მაგრამ იქაცაა კრიტერიუმები, მაგალითად, სულ მცირე ბინის ღირებულების 10% უნდა ჰქონდეს განხორცილეებული.

დამტკიცდა კიდევ ერთი მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ღია და გამჭვირვალე კონკურსის მეშვეობით მივცემთ გარანტიას სამშენებლო კომპანიებს, რომ არაუმეტეს მათი ფართების 30% იქნება შეძენილი კონკრეტულ ფასად, იმ შემთხვევაში, თუკი შეძლებენ, რომ დაასრულონ ეს მშენებლობები, მიაღებინონ შესაბამის უწყებებს ექსპლუატაციაში და ეს ემსახურება იმას, რომ დეველოპერებმა, რომლებიც რთულ პირობებში აღმოჩნდნენ, შეძლონ შეკრან დაფინანსება, რათა ბოლომდე მიიყვანონ დაწყებული ბინათმშენებლობის პროექტები და არცერთი მოქალაქე არ დარჩეს ისეთ მდგომარეობაში, როდესაც მშენებლობა არ სრულდება.

შემდეგი კვირიდან, როგორც ბინის შეძენის მსურველ ადამიანებს, ახალაშენებულ ბინებზეა საუბარი, ასევე, დეველოპერულ და სამშენებლო კომპანიებს შეუძლიათ მიაკითხონ ბანკებს და შემდეგ უკვე ჩვენს შესაბამის სააგენტოებს“, - განაცხადა თურნავამ.

დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2022
ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება