პროკურატურამ ქრთამის მიცემის ფაქტზე ადვოკატი დააკავა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ, ქრთამის მიცემის ფაქტზე ადვოკატი გ.ჩ დააკავა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ადვოკატმა გ.ჩ.-მ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელთან ა.ლ.-სთან ერთად, შუამავალს შესთავაზა ერთ-ერთი თანამდებობის პირისათვის ქრთამის სახით 100 000 ლარის გადაცემა, რის სანაცვლოდაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებული უნდა გათავისუფლებულიყო სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.

აღნიშნულის თაობაზე შუამავალმა დაუყოვნებლივ მომართა საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციას, სადაც დაიწყო გამოძიება, დაიგეგმა და ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ ქრთამის მიცემის ფაქტზე დაკავებულ იქნა დანაშაულის ჩადენაში მხილებული ზემოხსენებული ადვოკატი.

ამავე სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ასევე ქრთამის მიცემის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის ა.ლ.-ს მიმართ და მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.

ადვოკატ გ.ჩ.-ს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის პირველი ნაწილით. პროკურატურამ, მიმართა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

იხილეთ ვიდეო: პროკურატურამ ქრთამის მიცემის ფაქტზე ადვოკატი დააკავა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს