სახალხო დამცველმა 2019 წელს პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების აქტები უარყოფითად შეაფასა

ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას სახალხო დამცველმა სიცოცხლის უფლების დაცვის თვალსაზრისით ნეგატიურ დინამიკაზე ისაუბრა და უარყოფითად შეაფასა 2019 წელს პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების აქტები. ასევე როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, სიცოცხლის უფლების ხელყოფის ფაქტებზე წარმოებული გამოძიებები ვერ აკმაყოფილებდა ეფექტიანი გამოძიების სტანდარტს და გახმაურებულ თემირლან მაჩალიკაშვილისა და ხორავას ქუჩის საქმეებს წელს ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე წარმოებული გამოძიებაც დაემატა, რომლის დაგვიანებით დაწყების გამო ვერ მოხერხდა საქმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულების მოპოვება და სიმართლის დადგენა.

სახალხო დამცველმა სიცოცხლის უფლების ჭრილში შეაფასა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ბენეფიციართა სომატური (ფიზიკური) ჯანმრთელობის არასათანადო მკურნალობა, რაც პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და ზოგ შემთხვევაში, გარდაცვალებასაც იწვევს. ისაუბრა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ხარვეზებზე, ფინანსურ და სხვა პრობლემებზე.

იხილეთ ვიდეო: სახალხო დამცველმა 2019 წელს პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების აქტები უარყოფითად შეაფასა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო