ლონდონის სამხრეთ ნაწილში, ბრიქსტონში, არასანქცირებული მუსიკალური ღონისძიების შემდეგ მომხდარი დაპირისპირების შედეგად 15 სამართალდამცავი დაშავდა.
ლონდონის პოლიციის ინფორმაციით, მათ არაერთი მოქალაქის საჩივარი მიიღეს იმის თაობაზე, რომ ადგილი ჰქონდა მასობრივ შეკრებას, ანტი-სოციალურ ქცევას, ხმაურსა და ძალადობას.
ადგილზე მისულ პოლიციელებს შეკრებილები არ დაემორჩილნენ და წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შედეგადაც 15 სამართალდამცავი მსუბუქად დაშავდა, პოლიციის რამდენიმე მანქანა კი დაზიანდა.
„ეს შეკრებები უკანონოა, კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებს ეწინააღმდეგება და საზოგადოებრივ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის,“- აცხადებენ ლონდონის პოლიციაში.