ანა ნაცვლიშვილი - "ქართულმა ოცნებამ" მოსამართლეები სამართლით მოვაჭრეებად აქცია

დღეს დაგეგმილია სხდომა, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს აარჩევენ. „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ანა ნაცვლიშვილის თქმით, თავმჯდომარეობის ერთ-ერთ კანდიდატს მერაბ ტურავას მოსამართლეებისგან უკვე აქვს 5 ხმა და ის აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს.

ანა ნაცვლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქციას ესწრება. მისი თქმით, "არ შეიძლება, სასამართლო კლანის წევრმა დაიკავოს".

„ქართული ოცნება“ გეგმავს, მთლიანად გადაყლაპოს საკონსტიტუციო სასამართლო. ჩვენ არ მივცემთ შესაძლებლობას, ჩუმად და კომფორტულად გააკეთოს ეს. ყველა მოსამართლემ, ვინც ამ ფორმით დაიკავა მოსამართლის ადგილი, უნდა იცოდნენ, რომ ეს თანამდებობა არის დროებითი. ეს უნდა გაითვალისწინოს ბატონმა ტურავამაც,“- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

„ლელო საქართველოსთვის“ წევრის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ეს ადამიანები სამართლით მოვაჭრეებად აქცია.

„სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ მოსამართლეებად კი არა, სამართლით მოვაჭრეებად გადააქცია ყველა ის მოსამართლე, რომელიც მათი მმართველობის დროს დანიშნეს. ჩვენ კი ვთვლით, რომ ვაჭრობის პროცესი სასამართლოში უნდა დასრულდეს. ვიცით, როგორ და სად არის საკონსტიტუციო მოსამართლის ბედი გადაწყვეტილი, კანონი მას ანიჭებს ისეთ უფლებებს, რომ შეეძლება საკონსტიტუციო სასამართლოში კონკრეტული საქმის ბედზე იქონიოს გავლენა და ამისთვის მას ბევრი ბერკეტი ექნება,“- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

აქციის მსვლელობისას ნაცვლიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს, მანანა კობახიძეს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა.

„მე მინდა მანანა კობახიძეს მივმართო, რომ მას აქვს შანსი, გამოიჩინოს პრინციპულობა, დადგეს ისტორიის სწორ მხარს და მიუხედავად მასზე განხორციელებული ზეწოლებისა, ვიმედოვნებ, რომ ის სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს,“-განმარტა ანა ნაცვლიშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა