ნათია თურნავას განცხადებით, ტურიზმის ამუშავებაზე ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდებიან და სხვადასხვა ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ ვითარებას აკვირდებიან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ტურიზმის ამუშავებასთან დაკავშირებით ისინი ორ ფაქტორს, ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდებიან და სხვადასხვა ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ ვითარებას აკვირდებიან.

როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მათი ამოცანაა, რომ ის მონაპოვარი, რასაც ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვა, მოსახლეობის დაცვა და ვირუსის გავრცელების პრევენცია ჰქვია, გააძლიერონ.

„ტურიზმთან დაკავშირებით გავიმეორებ, რომ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პრიორიტეტიდან ამოვდივართ. ჩვენი პრიორიტეტული ამოცანაა, რომ ის მონაპოვარი, რასაც ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვა, ჩვენი მოსახლეობის დაცვა და ვირუსის გავრცელების პრევენცია ჰქვია, გავაძლიეროთ. ამ ამოცანიდან გამომდინარე ჩვენ ივლისშიც საკმაოდ ფრთხილად მოვეკიდებით საერთაშორისო ტურისტებს. აქ რამდენიმე მიმართულება იქნება. ბიზნეს ვიზიტორებისთვისა და სტუდენტებისთვის, ცალკე წესი შემუშავდა, რომელიც ჩვენს ბაზარზე გამარტივებულ შემოსვლას გულისხმობს და მალე საჯარო იქნება. ასევე ველოდებით თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს თვითონ ევროკავშირი, რომელმაც ჯერ მხოლოდ საკუთარ წევრ სახელმწიფოებს შორის გახსნა საზღვარი მიმოსვლისთვის. ახლა ამუშავებს და ამ დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას არაწევრ ქვეყნებთან მიმართებაში და მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში“,-განაცხადა ნათია თურნავამ.

როგორც მან ასევე აღნიშნა, დიდი ალბათობით, მათ რეგულარული ფრენების ივლისის ბოლომდე გადაწევა მოუწევთ.

„რაც შეეეხება ფრენებს, ჩვენ დიდი ალბათობით რეგულარული ფრენების შეზღუდვის გადაწევა, ალბათ, ივლისის ბოლომდე მოგვიწევს. თუმცა ჩარტერული, საკმაოდ რეგულარული ფრენები დღესაც ხორციელდება, ივლისშიც განხორციელდება და ჩვენ ამ პრაქტიკას, რა თქმა უნდა, ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით გავაგრძელებთ. რაც შეეხება ტურიზმს, ერთი ფაქტორია, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებას ველოდებით და მეორე ფაქტორია, რომ სხვადასხვა ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ვაკვირდებით, რომელიც ძალიან ცვალებადია. ასევე ითქვა უკვე, რომ გერმანიამ გადაწყვეტილება მიიღო, საქართველოდან ჩასული გარკვეული კატეგორია ვიზიტორებისთვის სავალდებულო კარანტინის მოთხოვნა გააუქმოს. ეს არის სამკურნალოდ, სამუშაოდ და სასწავლებლად ჩამსვლელი ადამიანების კატეგორია. ფრენები, რეგულარული იქნება თუ ჩარტერული, ჩვენ თუკი გარკვეულ გადაწყვეტილებას გარკვეულ ქვეყანასთან მივიღებთ, ამ შემთხვევაში ტრანსპორტირების პრობლემა არ იქნება. მთავარია დავინახოთ, რომ ეს ჩვენთვის უსაფრთხოა“,-აღნიშნა თურნავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო