ეიფელის კოშკი ვიზიტორებისთვის გაიხსნა

სამთვიანი პაუზის შემდეგ ეიფელის კოშკი გაიხსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ჯერჯერობით ვიზიტორებისთვის გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული, კერძოდ, 1 ივლისამდე კოშკში ლიფტები არ იფუნქციონირებს და შესაბამისად, მოქალაქეებს ფეხით ასვლა მოუწევთ. გარდა ამისა, სოციალური დისტანცირების წესის უზრუნველყოფის მიზნით, თავდაპირველად ვიზიტორების შეზღუდული რაოდენობა დაიშვება. აღსანიშნავია, რომ მეორე სართულის ზემოთ კოშკი ჯერჯერობით ვიზიტორებისთვის ჩაკეტილი რჩება.

გარდა ამისა, 11 წელს ზემოთ ასაკის ყველა პირს პირბადის ტარება მოეთხოვება.

ცნობისათვის, კორონავირუსის პანდემიის გავრცელების გამო ეიფელის კოშკი მაისის შუა რიცხვებში დაიხურა. ეიფელის კოშკი ასე ხანგრძლივად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ დაკეტილა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა