მამუკა მდინარაძე - გიორგი გახარიამ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ორჯერ ნოკაუტში ჩააგდო

გიორგი გახარიამ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ორჯერ ნოკაუტში ჩააგდო. გუშინ დადეს ვარჯიშის სურათები, ეტყობა, რომ შეეშინებინათ, არც ეს ვარჯიში გაჭრის, გახარიას და "ქართული ოცნების" ხელისუფლების მხარეს არის სიმართლე, ეს იგებს დებატებს და არა მოთელვები და ამით შეშინება „ფეისბუქ“ სივრციდან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია მხოლოდ მაშინ მოდის პარლამენტში, როცა სურს, რეიტინგულ ლიდერს ზიანი მიაყენოს.

"გიორგი გახარია უკანასკნელ პერიოდში უკვე ორჯერ იყო მოსული საქართველოს პარლამენტში. სკეპტიციზმი იმასთან დაკავშირებით, რომ საერთოდ არ მოდიოდა, ჩამოიშალა და ხვალ მოდის მესამედაც. დარწმუნებული ვარ, ისევე ამომწურავი პასუხები ექნება, როგორც წინა ორ შემთხვევაში. თქვენ ნახეთ, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი მან ორჯერ ნოკაუტში ჩააგდო. გუშინ დადეს ვარჯიშის სურათები. ეტყობა რომ შეეშინებინათ, არც ეს ვარჯიში გაჭრის, რადგან მარტო ორატორობა არ არის საკმარისი, მართალი უნდა იყო, როცა გინდა პოლიტიკური დებატები მოიგო. ამ შემთხვევაში, გახარიას და "ქართული ოცნების" ხელისუფლების მხარეს არის სიმართლე და ეს იგებს დებატებს და არა რაღაც მოთელვები და ამით შეშინება „ფეისბუქ სივრციდან“.

ისინი, როგორც მავნებლური და უკვე კრიმინალურ ოპოზიციად ჩამოყალიბებული კლასტერი მოდიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ფიქრობენ, რომ ზიანს მიაყენებენ ხელისუფლებას. როცა საქმეზე მიდგება ხოლმე საქმე, ამ შემთხვევაში, პარლამენტში არ დადიან. ისინი კონსტიტუციას არაფრად აგდებენ და მოდიან მაშინ, როცა უნდათ ერთ- ერთ რეინტინგულ ლიდერს ზიანი მიაყენონ, სხვა ფუნქცია, დანიშნულება მათ აღარ აქვთ, გარდა მავნებლობისა და კრიმინალური პოლიტიკური მენტალობის შექმნისა, როცა ხალხის რეალურ საჭიროებებზე, ბიუჯეტზეა ლაპარაკი, მაშინ არ მოდიან და ეს ფაქტი ყველაფერზე მეტყველებს. საბოლოოდ, კრიმინალები ისჯებიან სასამართლოს და სახელმწიფოს მიერ და კრიმინალური ოპოზიცია დაისჯება ხალხის მიერ. საბოლოო განაჩენი გამოცხადდება 31 ოქტომბერს ხალხის მიერ," - განაცხადა მდინარაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა