რომან გოცირიძე - მოკვდა მართლმსაჯულება, ფაქტობრივად, მოხდა მცოცავი ოკუპაცია სასამართლო სისტემის

მოკვდა მართლმსაჯულება, ფაქტობრივად, მოხდა მცოცავი ოკუპაცია სასამართლო სისტემის, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სახალხო დამცველმა წლიური ანგარიში წარადგინა.

გოცირიძის შეფასებით, ომბუდსმენის მოხსენება მაღალი სტანდარტისაა და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ობიექტურად ასახავს.

„უკვე მერამდენე მოხსენებას ვისმენთ სახალხო დამცველისას და მინდა მივესალმოთ იმ ფაქტს, რომ ის არის მაღალი სტანდარტის და აღწერს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ობიექტურად და არც ეს მოხსენებაა გამონაკლისი.

საშინელი ვითარებაა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და მთელი ერთი წელიწადი იყო სიმბოლო ადამიანის უფლებათა ფეხქვეშ გათელვის, სასამართლო სისტემის დეგრადირების, პოლიტიკური დევნის გაგრძელების, პოლიტიკური პატიმრების, უამრავი გამოუძიებელი საქმის და დამნაშავეების აღზევების. აგერ, შს მინისტრი დაგვასვეს პრემიერ-მინისტრად, რომელიც არის პირდაპირ დამანაშავე და იკითხება ამ მოხსენებაშიც, რა სისასტიკე ჩაიდინეს. მაგრამ ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ მოკვდა მართლმსაჯულება. ფაქტობრივად, მოხდა მცოცავი ოკუპაცია სასამართლო სისტემის. ჯერ რა იყო ეს სასამართლოები და ახლა წარმოვიდგინოთ, რომ შევადაროთ, მაშინ რა იყო და დღეს რა საშინელი სურათი მივიღეთ. რა ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში. ნელ-ნელა შემოგვაპარეს, პარტიული მოსამართლე დასვეს, ქალბატონი კობახიძე, შემდეგ მეორე, მესამე, ხან დაცვის წევრი დაინიშნა, ხან საკუთარი პროკურორი, ადვოკატი. საკონსტიტუციო სასამართლო ნელ-ნელა დაემსგავსა ერთი ადამიანის ყურმოჭრილ ორგანოს. დღეს ხდება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა და რა არჩევაა, ესაა დანიშვნა“, - განაცხადა გოცირიძემ.

რომან გოცირიძემ კომიტეტის წევრებს კითხვებით მიმართა. „თქვენ ვინმეს გგონიათ, რომ ე.წ.-მა პრეზიდენტმა საკუთარი სურვილით შეიწყალა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი? ვინმეს დღეს ეჭვი ეპარება, რომ ეს ყველაფერი ივანიშვილის კარნახით ხდება?“ - განაცხადა გოცირიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს