საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი.

თავმჯდომარეობისთვის პლენუმის ორი მოსამართლე ირინა იმერლიშვილი და მერაბ ტურავა იბრძვის.

როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრა მოსამართლიდან ამ თანამდებობაზე ასარჩევად ხუთმა მერაბ ტურავა, ხოლო ოთხმა ირინა იმერლიშვილი წარადგინა.

კენჭისყრაში თავად კანდიდატებიც მიიღებენ მონაწილეობას.

ირინა იმერლიშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლედ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოთხი წლის წინ წარადგინა, ხოლო მერაბ ტურავა საქართველოს პარლამენტის კვოტით 5 წლის წინ დაინიშნა.

ახალი თავმჯდომარე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ხუთი წლის ვადით უხელმძღვანელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს