რიმა ბერაძემ და თამარ კაპანაძემ 220-ე საჯარო სკოლას საჩუქრად წიგნები გადასცეს

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი წევრი, რიმა ბერაძე და ამავე რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე ახლად გახსნილ, 220-ე საჯარო სკოლას ესტუმრნენ და პირველი კლასიკური გიმნაზიის დირექციასთან ერთად, სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, აქცია პირველი კლასიკური გიმნაზიის დირექტორის, თამარ კაპანაძის ინიციატივით გაიმართა.

როგორც თამარ კაპანაძემ აღნიშნა, პანდემიის პერიოდში შეიქმნა ჯგუფი - ,,გიმნაზიელები კარგი საქმეებისთვის ‘’, რომელიც 7000-მდე ადამიანს აერთიანებს. მისივე თქმით, დღეს 220-ე საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად სწორედ ამ ჯგუფის წევრების მიერ შეძენილი მხატვრული ლიტერატურა გადაეცა.

უწყების ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ ახალი სკოლა, ცხრა ძმის ქუჩაზე, N3 სკოლის შენობის დემონტაჟის შემდეგ, რიმა ბერაძის ინიციატივითა და შუამდგომლობით აშენდა. დეპუტატის ინფორმაციით, 2007 წელს, სკოლის შენობა ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით გარემონტდა, თუმცა 2010 წელს სკოლების ოპტიმიზაციის არასწორი პოლიტიკის შედეგად, აღნიშნული სკოლა დაიხურა.

რიმა ბერაძის თქმით, 2012 წელს, მას ჩუღურეთის რაიონის 600-მდე მცხოვრებმა სკოლის აღდგენის მოთხოვნით ერთობლივი განცხადებით მიმართა, რის შემდეგაც დაიწყო კოორდინირებული მუშაობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, ასევე ფინანსთა სამინისტროებთან. როგორც დეპუტატმა განმარტა, ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად, დადგინდა, რომ შენობა, დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, აღდგენას არ ექვემდებარებოდა. ამიტომ სკოლის ძველი შენობის ნაცვლად ახალი, თანამედროვე სტანდარტების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ადაპტირებული შენობის აშენება გადაწყდა.

,,სკოლა, რომელიც წელს ოფიციალურად გაიხსნა, თანამედროვე სტანდარტებითაა აღჭურვილი და ამ ეტაპზე აქ 200-მდე ბავშვია დარეგისტრირებული. იმედს ვიტოვებ, რომ მალე 220-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეები სხვადასხვა სკოლებიდანაც გადმოვლენ ‘’,-განაცხადა რიმა ბერაძემ.

დეპუტატის თქმით, განახლებულ სკოლას კვლავ აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ზურაბ ძამუნაშვილის სახელი მიენიჭება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა