ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ მზადაა პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის საკითხზე რეფერენდუმი გამართოს

ვენესუელას დე ფაქტო პრეზიდენტი ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ მზადაა თანამდებობიდან გადადგომის საკითხზე რეფერენდუმი 2022 წელს გამართოს. ამ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მადუროს თქმით, ის რეფერენდუმზე იმ შემთხვევაში იქნება თანახმა, თუ ამ ინიციატივის მომხრეები საკმარისი რაოდენობის ხელმოწერებს მოაგროვებენ.

„2022 წლის 10 იანვარს შესაძლებელი იქნება ხელმოწერების შეგროვების დაწყება, რათა ჩემი გადადგომის საკითხზე რეფერენდუმი გაიმართოს“, - განაცხადა მადურომ, რომელმაც პრეზიდენტის პოსტი 2019 წლის 10 იანვარს დაიკავა, მისი უფლებამოსილების ვადა კი 2025 წლის 10 იანვარს იწურება.

აღსანიშნავია, რომ ვენესუელას კონსტიტუციის მიხედვით, სახელმწიფო თანამდებობაზე ყოფნისას ვადის ნახევრის გასვლის შემდეგ რეფერენდუმის გამართვა დასაშვები ხდება. შეგახსენებთ, 2019 წლის იანვარში ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ ნიკოლას მადუროს ბრალი არჩევნების გაყალბებაში დასდო და თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. მას ლეგიტიმურ პრეზიდენტად მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყანა აღიარებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა