ბათუმის დელფინარიუმი მუშაობას 30 ივნისიდან განაახლებს

ბათუმში დელფინარიუმი მუშაობას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით 30 ივნისიდან განაახლებს.

დელფინარიუმის ადმინისტრაცია, ვიზიტორებს წესების დაცვისკენ მოუწოდებს.

„ბათუმის დელფინარიუმი მუშაობას სამშაბათს, 30 ივნისიდან განაახლებს. შოუს დროს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული.

ბილეთები ადგილების გამოტოვებით გაიყიდება.

ადმინისტრაცია მოუწოდებს ვიზიტორებს, დელფინარიუმსა და აკვარიუმში განთავსებული საინფორმაციო დაფებით იხელმძღვანელონ. შოუ ნებისმიერ ამინდში გაიმართება.

დამატებითი ონფორმაციის ნახვა შესაძლებელია დელფინარიუმის ვებგვერდზე",- აცხადებენ ადმინისტრაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია