ეკატერინე ტიკარაძე -  ვტოვებთ გარკვეულ ჩარტერულ რეისებს, რომლებიც დღესაც ძალაშია და ვინარჩუნებთ იმ საკარანტინო პირობებს, რაც გვაქვს ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან ბრუნდებიან

ჩვენ ვტოვებთ გარკვეულ ჩარტერულ რეისებს ქვეყანაში, რომლებიც დღესაც ძალაშია და ვინარჩუნებთ იმ საკარანტინო პირობებს, რაც გვაქვს ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან ბრუნდებიან, - განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თუ უცხო ქვეყანაში ინფექციის აღმავალი ტალღა შეინიშნება, ეს საქართველოსთვის ძალიან დიდ რისკს წარმოადგენს, რომ მოხდეს ვირუსის შემოტანა და გავრცელება.

„ჩვენ გვქონდა მსგავსი შემთხვევა ისრაელთან მიმართებაში, როდესაც ჩვენ განვიხილავდით ფრენების აღდგენას, მაგრამ თვითონ მოკავშირე ქვეყნის ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მიღებული იქნა გადაწყვეტილება და ჩვენ, ორივე ქვეყანა ვთანხმებით, რომ თუ იქ არის ინფექციის აღმავალი ტალღა, ეს წარმოადგენს საქართველოსთვის ძალიან დიდ რისკს, რომ მოხდეს ინფექციის შემოტანა და გავრცელება. ჩვენ დღესაც გვაქვს მოლაპარაკებები ევროპის ქვეყნებთან, მაგრამ ევროპის ქვეყნებშიც ფიქსირდება ინფექციის აღმასვლა, რაც წარმოადგენს დიდ რისკს საქართველოსთვის. ჩვენ ვტოვებთ გარკვეულ ჩარტერულ რეისებს, რაც დღესაც არის ძალაში და ვინარჩუნებთ იმ საკარანტინე პირობებს, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან ბრუნდებიან,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო