ადვოკატი დღევანდელ პროცესზე გიორგი რურუასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას ბრალდების საქმეზე დაცვის მხარე დღეს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე მიმართავს, - ამის შესახებ სასამართლო სხდომის დაწყებამდე ბრალდებულის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ შუამდგომლობის დაყენების საფუძველი არსებობს.

ამასთან, ადვოკატის თქმით, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

"სიმართლე გითხრათ, ოპტიმისტური მოლოდინი ამ შუამდგომლობასთან დაკავშირებით არ გვაქვს, მაგრამ მიუხედავად იმისა, თუ რას ველოდებით სასამართლოსგან, ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ და ყოველ ჯერზე მოვითხოვთ გიორგი რურუას უკანონო პატიმრობის დასრულებას. საფუძველი არის ის, რომ პროცესი თითქმის ბოლოშია. დაკითხულია არამხოლოდ ბრალდების მხარის მოწმეები, არამედ ახლა უკვე დაიკითხა დაცვის მხარის მნიშვნელოვანი ნაწილი და ამიტომ აღარ არსებობს მისი პატიმრობაში ყოფნის საფუძველი.

დღევანდელ პროცესზე გაგრძელდება დაცვის მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა. კერძოდ, დაიკითხება პოლიციის 2 თანამშრომელი და ასევე მოხდება საქმეში არსებული ვიდეომასალის გამოკვლევა, რომელიც უტყუარად ადასტურებს პოლიციელთა მხრიდან დანაშაულის ჩადენას, როდესაც მათ გიორგი რურუას საკნიდან აიღეს ნივთები და გააყალბეს საპროცესო დოკუმენტები. ასევე მოხდება აუდიოჩანაწერის გამოკვლევა, რომლითაც უტყუარად დასტურდება, რომ გამომძიებელმა მოატყუა ადვოკატი, როცა შეუთანხმდა ორშაბათს ციხეში ერთად შესვლაზე. სინამდვილეში, პარასკევს ჩუმად შევიდა ციხეში, რათა საგამოძიებო მოქმედებაში ადვოკატს მონაწილეობა არ მიეღო", განაცხადა საძაგლიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა