ნინო ლომჯარია საერთო სასამართლოების შესახებ კანონსა და სამოქალაქო კოდექსში შესულ ცვლილებებს პოზიტიურად აფასებს

სამართლიანი სასამართლოს უფლების თვალსაზრისით, სახალხო დამცველმა პოზიტიურად შეაფასა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომელთა შედეგად დაიხვეწა და უფრო განჭვრეტადი გახდა მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობის საკითხები.

ომბუდსმენმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სევე პოზიტიურად შეაფასა სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილება, სასამართლოსთვის მიმართვის უფლება ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის უზრუნველყოფის თაობაზე.

ნინო ლომჯარიამ აქვე, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ხარვეზიანი და გაუმჭვირვალე პროცედურების საფუძველზე შერჩევის საკითხს და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ხარვეზიანი პროცედურით შერჩეული კანდიდატების მოსამართლედ განწესება სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევად ითვლება.

სახალხო დამცველმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის მომწესრიგებელი კანონმდებლობა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს