ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დღეს პარლამენტში მივა

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დღეს პარლამენტში მივა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, მინისტრი ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს დიმიტრი ხუნდაძეს შეხვდება. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბრის თემა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის“ შესახებ კანონში შესატანი ცვლილების პროექტი იქნება.

შეხვედრა დახურულ ფორმატში 16:00 საათზე დაიწყება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია