პაატა მანჯგალაძე - ვიდრე ივანიშვილისგან ჩამოწერილი დავით ჭიჭინაძის მსგავსი ოპოზიციონერები გიორგი ვაშაძის კრიტიკას დაიწყებენ, უმჯობესია დაფიქრდნენ

სხვა ოპოზიციის ლიდერის კრიტიკით მიიმხრო უკვე არსებული ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი იაფფასიანი, პრიმიტიული ტაქტიკაა, რაც პოლიტიკოსის დაბალ პოლიტიკურ კულტურაზე მიუთითებს, -ამის შესახებ "ახალი საქართველოს" წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, დასანანია ის როგორც ალეკო ელისაშვილი, დავით ჭიჭინაძე და ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი იქცევა, როცა შანსს არ უშვებენ და თავს ესხმიან ოპოზიციის ახალი თაობის გამორჩეულ ლიდერს გიორგი ვაშაძეს, რაც ბუნებრივია, არ ემსახურება ივანიშვილის წინააღმდეგ საერთო ბრძოლის ინტერესებს.

"ვიდრე ივანიშვილისგან ჩამოწერილი ჭიჭინაძის მსგავსი ოპოზიციონერები გიორგი ვაშაძის კრიტიკას დაიწყებენ, უმჯობესია დაფიქრდნენ რა გაუკეთებია გიორგი ვაშაძეს და რა გაუკეთებიათ მათ და ისე დაიწყონ მასზე საუბარი. ჩვენ გვაქვს ჩვენი სამოქმედო სტრატეგია, რომელიც არა დაპირისპირებაზე, არამედ ერთიანობასა და აღმშენებლობაზეა ორიენტირებული და ბუნებრივია, საერთო ინტერესიდან გამომდინარე მათ კრიტიკას არ ავყვებით და ამ საკითხზე მეტი დროის დახარჯვას არ ვაპირებთ. გამარჯვების ფორმულა ოპოზიციის მაქსიმალურ კოორდინაციასა და ერთიანობაშია და არა დაპირისპირებასა და კინკლაობაში. ძალა ერთობაშია!" - განაცხადა პაატა მანჯგალაძე.

მანჯგალაძის პოზიციას პარტია "ახალი საქართველო" ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო