კახა კალაძე სააკაშვილზე - ჩამოყალიბდეს რა უნდა, რომელი ქვეყნის მოქალაქეა, რა საქმიანობა სურს და სად სურს

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოს პოლიტიკაში ჩარევა მიუღებელია და ამას უნდა მოყვეს შესაბამისი რეაგირება.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს „ხელს არავინ არ უშლის, ჩვეულებრივად შეუძლია დაბრუნდეს და აუცილებლად მოუწევს პასუხისგება იმ ჩადენილ დანაშაულებზე, რაც კონკრეტული წლების განმავლობაში ქართველი ხალხის და ქვეყნის წინაშე ჩაიდინა".

„უკრაინის მოქალაქეა და უკრაინაში იკავებს რაღაც თანამდებობას, უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩარევა სხვა ქვეყნის პოლიტიკაში მიუღებელია და ამას უნდა მოყვეს შესაბამისი რეაგირება. ჩამოყალიბდეს რა უნდა ზოგადად, რომელი ქვეყნის მოქალაქეა, რა საქმიანობა სურს და სად სურს. დაბრუნება მას შეუძლია, ხელს არავინ არ უშლის, ჩვეულებრივად შეუძლია დაბრუნდეს და აუცილებლად მოუწევს პასუხისგება იმ ჩადენილ დანაშაულებზე რაც კონკრეტული წლების განმავლობაში ქართველი ხალხის და ქვეყნის წინაშე ჩაიდინა," - განაცხადა კახა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო