გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხული ორი პირის ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების სახლებში წუხელ ღამით ჩხრეკა ჩატარდა, მათზე ხორციელდება ზეწოლა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოწმის სახით გამოკითხული ორი პირის სახლში წუხელ, გვიან ღამით ჩხრეკა ჩატარდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აღნიშნული პირების ადვოკატმა, მუხრან ღურწკაიამ განუცხადა.

როოგრც ღურწკაია განმარტავს, ჩხრეკა უკანონოდ განხორციელდა. ამასთან, ადვოკატის თქმითვე, მის დაცვის ქვეშ მყოფებს მომხდარ შემთხვევასთან არანაირი კავშირი არ აქვთ.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების სახლი წუხელ, 3-ის ნახევარზე გაიჩხრიკა. ამოიღეს ლეპტოპები, რომლებიც დაილუქა და გადაიტანეს საგამოძიებო ორგანოში. მიგვაჩნია, რომ ეს ჩხრეკა აბსოლუტურად უკანონო იყო, ვინაიდან ღამის საათებში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაუშვებელია, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა. რა გადაუდებელი აუცილებლობა იყო, როცა 4-5 დღის უკან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები პოლიციის სამმართველოში დაიკითხნენ? ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებზე პირდაპირი, თუ ირიბი ზეწოლა ხორციელდება გარკვეული ინფორმაციის მიწოდების მიზნით. რა ინფორმაციაც გაგვაჩნდა, საგამოძიებო ორგანოებს მივაწოდეთ. ყველა მხარეს მოვუწოდებ, ირიბი თუ პირდაპირი ზეწოლისგან თავი შეიკავოს.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არც ერთი და არც მეორე, არც გარდაცვლილს იცნობდა და არც იმას, ვისი დაბადების დღეც იყო. უბრალოდ, ვიდეოსათვალთვალო კამერებმა იმ პერიოდში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მანქანების გადაადგილება დააფიქსირეს. გამომძიებელს მათთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა, რასთან დაკავშირებითაც ინფორმაცია მივაწოდეთ. ისინი "მერსედესის" და "ტოიოტას" მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, ოღონდ ეს ის მანქანები არ არის, რომელზეც კითხვები ისმება, ისინი გამოძიებას ამოღებული აქვს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მანქანებიდან მხოლოდ ანაწმენდები იქნა აღებული", - განაცხადა ღურწკაიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა