ომბუდსმენი მიმართავს პარლამენტს, დროულად შეიმუშაოს რეგულაციები, გარემოზე ზიანის მიყენების ეფექტიანი პრევენციისა და დამდგარი ზიანის აღმოფხვრისათვის საჭირო მექანიზმების გარანტირების მიზნით

ატმოსფერული ჰაერის ხარისხი, ბუნებრივი აირის მოხმარების უსაფრთხოება, მშენებლობასთან დაკავშირებული რეგულაციები, დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას ადამიანის უფლებების გათვალისწინება; ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებული პოლიტიკის დოკუმენტები და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ხარვეზიანი პროცესი ის საკითხებია, რომელთა გაუმართაობა ეკოლოგიურ პრობლემას ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად წარმოაჩენს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს’ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სხვა რეკომენდაციებთან ერთად, სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს, დროულად შეიმუშაოს უნიფიცირებული რეგულაციები, გარემოზე ზიანის მიყენების ეფექტიანი პრევენციისა და დამდგარი ზიანის რეალური აღმოფხვრისათვის საჭირო მექანიზმების გარანტირების მიზნით, მათ შორის, ნათლად გაიწეროს პასუხისმგებელი უწყებები და მათი კომპეტენციები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა