ნინო ლომჯარია - ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის მასალებში არ ფიგურირებს ის ელემენტები, რომლებიც ფულის გათეთრების ფაქტს დაადასტურებს

ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის მასალებში არ ფიგურირებს ის ელემენტები, რომლებიც ფულის გათეთრების ფაქტს დაადასტურებს , - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ომბუდსმენის შეფასებით, წარდგენილი ბრალი არ არის სწორი, რადგან „საქმეში არ დევს შემადგენელი კრიტერიუმები და გარემოებები, რაც შექმნიდა ფულის გათეთრების დანაშაულს".

ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ მისმა აპარატმა შეისწავლა უშუალოდ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდების საქმე და დაასკვნა:

"საქმის მასალებში არ ფიგურირებს ის ელემენტები, რომლებიც აუცილებელია იმისთვის, რომ აღნიშნული ქმედება ფულის გათეთრების დანაშაულად მივიჩნიოთ",- აღნიშნა სახალხო დამცველმა.

სახალხო დამცველი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე დაკვირვებას აგრძელებს და აცხადებს, რომ აუცილებელია, საზოგადოებას სრულფასოვანი ინფორმაცია მიეწოდოს.

აღნიშნულ ინფორმაციას "ლელო საქართველოსთვის" ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა