რატი იონათამიშვილი - ჩვენთვის სახალხო დამცველის ანგარიში სამაგიდო წიგნია

ჩვენთვის სახალხო დამცველის ანგარიში წარმოადგენს სამაგიდო წიგნს. არ აქვს მნიშვნელობა, ბევრ არგუმენტს ვიზიარებ თუ არა, მაგრამ ეს ჩემთვის ყოველთვის არის ერთგვარი სახელმძღვანელო დოკუმენტი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც სახალხო დამცველის ანგარიშს ისმენენ.

რატი იონათამიშვილმა ომბუდსმენს და სახალხო დამცველის აპარატს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და რამდენიმე საკითხის ირგვლივ, ნინო ლომჯარიას მოსაზრებით დაინტერესდა.

დეპუტატის შეფასებით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის პერიოდში, საზოგადოებამ იხილა მიზანმიმართული და ორკესტრირებული თავდასხმა ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე. რატი იონათამიშვილი დაინტერესდა, დაიწყო თუ არა აღნიშნული საკითხის შესწავლა სახალხო დამცველმა.

„ამაში მონაწილეობდნენ როგორც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე, მათი კონტროლირებადი ტელევიზიები და განსაკუთრებით, სოციალურ ქსელებში იყო ეს საკითხები. „ფეისბუქის“ ადმინისტრაციის განცხადება გვახსოვს ამასთან დაკავშირებით, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული სოციალური ანგარიშები გააუქმა. მაინტერესებს, ამაზე თუ გაქვთ დაწყებული შესწავლა ამ საკითხის და იქნება თუ არა ეს მომდევნო წლის ანგარიშში წარმოდგენილი. ვფიქრობ, რომ ეს კამპანია იყო ბევრი ჩვენი მოქალაქის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა და კონკრეტულ მიზანს ისახავდა - ეს არ იყო საზოგადოებრივი ჯანდაცვა და უსაფრთხოება, ეს იყო ეკლესიის და სახელმწიფოს დისკრედიტაცია და ასე წერია ზუსტად „ფეისბუქის“ ადმინისტრაციის განცხადებაში“,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კიდევ ერთი საკითხი, რომლითაც პარლამენტის წევრი დაინტერესდა, სიძულვილის ენასა და სიტყვის თავისუფლებას შორის ბალანსის და ამის შესახებ, სახალხო დამცველის აზრი იყო.

„გვესმის, რომ ვინც ვართ საჯარო პირები, ამისთვის უნდა ვიყოთ მზად. სიძულვილის ენას, სამწუხაროდ, ხშირად იყენებენ ჩვენი ოპონენტები, მაგრამ ერთია, როდესაც ეს ხდება საჯარო პირების მიმართ და მეორეა, როდესაც სიძულვილის ენის გამოყენება ხდება იმიტომ, რომ ის არის ქალი, არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი და ა.შ. ეს საკმაოდ რთული თემაა იმისთვის, რომ ბალანსი ვიპოვოთ სიტყვის თავისუფლებასა და სიძულვილის ენას შორის, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაინც არის ჩვენი ვალდებულება, იმიტომ, რომ ამის შედეგები შეიძლება იყოს კატასტროფული. ამიტომ, თქვენი აზრი მაინტერესებს სად შეიძლება და როგორ შეიძლება ვიპოვოთ ბალანსი ამ საკითხების მოსაგვარებლად“,- განაცხადა დეპუტატმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს