გიგა ბოკერია ომბუდსმენს - მინდა დაგისვათ კითხვა, რომლის დასმაც უმრავლესობის წევრებს უნდათ, მაგრამ მორიდებული ხალხია - რატომ არ იცავთ მმართველი გუნდის წევრების უფლებებს, ვერ ხედავთ რა დღეში არიან?

მინდა დაგისვათ კითხვა, რომლის დასმაც უმრავლესობის წევრებს უნდათ, მაგრამ ძალიან მორიდებული ხალხია, ერიდებათ და მე დავეხმარები, რატომ არ იცავთ მმართველი გუნდის წევრების უფლებებს, ვერ ხედავთ რა დღეში არიან?-მუდმივად ლანძღავენ, აკრიტიკებენ და არ არსებობს კანონი, რომ აუკრძალოს ხალხს კრიტიკა , - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, რომელმაც პარლამენტში წლიური ანგარიში წარადგინა.

ბოკერიას განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლებს „მუდმივად ლანძღავვენ, აკრიტიკებენ და არ არსებობს კანონი, რომ აუკრძალოს ხალხს ეს კრიტიკა“.

„მე მინდა დაგისვათ ის კითხვა, რომლის დასმაც უნდათ უმრავლესობის წევრებს, მაგრამ ძალიან მორიდებული ხალხია და ერიდებათ პირდაპირ კითხვა და მე დავეხმარები. რატომ არ იცავთ ამ ხალხის უფლებებს, მმართველი გუნდის წევრებს ვგულისხმობ. ვერ ხედავთ, რა დღეში არიან? სულ მუდმივად ლანძღავვენ ამათ, აკრიტიკებენ და არ არსებობს კანონი, რომ აუკრძალოს ხალხს ეს კრიტიკა. ერთი ტელევიზია ხელში ჩავიგდეთ და ციფრული ტექნოლოგიები ისე განვითარდა, 5 გახსნესო. უპასუხეთ, რატომ არ უჭერთ ამ ხალხს მხარს, რომ ამ ქვეყანაში მთავრობის კრიტიკა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს. თქვენ, როგორც სახალხო დამცველი დაეხმარეთ ამ ხალხს, აღარ შეუძლიათ მეტი. ბიძინა ივანიშვილს რატომ არ იცავთ? შეიძლება, კაცს ამხელა ღვაწლი აქვს და არის უპატრონოდ მიგდებული და ვისაც რა უნდა იმას ლაპარაკობს მასზე? თქვენ სახალხო დამცველი ხართ, მართლა აწუხებთ ეს კითხვა და იქნებ გასცეთ პასუხი“,- განაცხადა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა