მამუკა მდინარაძე - შეთანხმება უკვე დაარღვია "ნაციონალურმა მოძრაობამ" და ე.წ. "ევროპულმა საქართველომ"

შეთანხმება უკვე დაარღვია "ნაციონალურმა მოძრაობამ" და ე.წ. "ევროპულმა საქართველომ",- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ აშშ-ის ელჩის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, შეთანხმება რეალურად ერთ ნაწილიანია, ხოლო მეორე ნაწილი, რაზეც საუბრობენ, რეალურად ერთობლოვი განცხადებაა. მისი თქმით, "ქართული ოცნება" ზედმიწევნით დაიცავს იმ ვალდებულებასაც, რომელიც ამ განცხადებაზე ხელმოწერით აიღეს.

"შეთანხმება არის ერთ ნაწილიანი, შეთანხმების ეს ერთი ნაწილი მოიცავს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ ყველა მხარის ჩართულობას, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა მხარე მხარს დაუჭერს 120/30- ზე პრინციპს. ეს შეთანხმება უკვე დაარღვია "ნაციონალურმა მოძრაობამ" და ე.წ. "ევროპულმა საქართველომ". რაც შეეხება მეორე ნაწილად წოდებულ ერთობლივ განცხადებას, ამ ერთობლივ განცხადებაში წერია ვალდებულება მართლმსაჯულებაში პოლიტიკის ჩაურევლობაზე და ზედმიწევნით შევასრულებთ ამასაც", - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისათვის, აშშ- ის ელჩმა საქართველოში, განაცხადა, რომ 8 მარტის შეთანხმება საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის მოხდა და ეს ნამდვილად დიდი წარმატება იყო.

"ახლა ჩვენ ყველას გვსურს ვიხილოთ, რომ შეთანხმების ორივე ნაწილი შესრულდეს", - აცხადებს კელი დეგნანი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა