სალომე სამადაშვილი უმრავლესობას - „ფეიკ" ნიშნავს სიყალბეს და ვინ უნდა იცოდეს ამ სიტყვის მნიშვნელობა უფრო უკეთესად, ვიდრე თქვენ, ძვირფასო კოლეგებო

„ფეიკ" ნიშნავს სიყალბეს და ვინ უნდა იცოდეს ამ სიტყვის მნიშვნელობა უფრო უკეთესად, ვიდრე თქვენ, ძვირფასო კოლეგებო, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა უმრავლესობის წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

სამადაშვილმა თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივაზე საუბრისას აღნიშნა, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილი იხდის ხალხის ჯიბიდან მილიონებს ტყუილების გასავრცელებლად.

„ახლა რომ ვუსმენ ამ დარბაზში უმრავლესობის გამომსვლელებს და თქვენს მთავარ პოლიტიკურ ფალავანს, ქალაქის მერს, მგონია, რომ გუშინ ვიღაცამ ჩაგიტარათ ტრენინგი და აგიხსნათ, რომ არის სიტყვა „ფეიკი" და დღეს ყველამ ორკესტრირებულად უნდა დაიწყოთ ამაზე საუბარი იმიტომ, რომ სისხლისმსმელი არხი ადრე თურმე 1 იყო და ახლა გასამდა, ბატონ კალაძეს თუ კითხავთ. თქვენ აქ რაღაც ძალიან ხშირად იმეორებთ ამ სიტყვას - „ფეიკ". „ფეიკ" ნიშნავს სიყალბეს და ვინ უნდა იცოდეს ამ სიტყვის მნიშვნელობა უფრო უკეთესად, ვიდრე თქვენ, ძვირფასო კოლეგებო, რომლის ყალბი არხების ტელევიზია „იმედი" უკვე საერთაშორისოდ ცნობილია, როგორც ტყუილების გამავრცელები ტელევიზია და თქვენი პოლიტიკური პატრონი, ბატონი ივანიშვილი ქართველი ხალხის ჯიბიდან მილიონებს იხდის სიყალბის გასავრცელებლად, მათ შორის თქვენი იმეილიდან გაგზავნილი სიყალბეების, მართალია, მხოლოდ ფოსტალიონის თუ შიკრიკის როლს თამაშობთ ამ შემთხვევაში, მაგრამ მაინც სიყალბეს ავრცელებთ, როდესაც მილიონებს უხდით ვიღაცებს, ვინც გიწერენ აი, ამ ყალბ ამბებს”, - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, კალაძემ გუშინ განაცხადა, რომ თბილისის მერია დეზინფორმაციის გავრცელების და „ფეიკ ნიუსების“ წინააღმდეგ ახალ პროექტს იწყებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა