მამუკა მდინარაძე - ნიკა გვარამიამ თავად აღიარა, რომ რურუა არის კრიმინალური ავტორიტეტი

ნიკა გვარამიამ დღეს თავად აღიარა, რომ რურუა არის კრიმინალური ავტორიტეტი, - ამის შესახებ მედიასთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„გუშინ მთელმა ქვეყანამ იხილა, რამდენად მწვავე რეაქცია ჰქონდა პირადად ნიკა გვარამიას იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველი პარტიის ნიუსლეთერში მოხვდა ინფორმაცია რურუას შესახებ და დღეს თავად აღიარეს, რომ რურუა არის კრიმინალური ავტორიტეტი”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ნიკა გვარამია საკუთარი სიტყვებით, რომ რურუა ხელს შეუშლის ქუჩის მაკონტროლებლების ქმედებას, აღიარებს რურუას კრიმინალურ ავტორიტეტობას. ხოლო ცალკე საკითხია, არსებობენ თუ არა ავტორიტეტები, რომელსაც ,,ქართული ოცნება“ საარჩევნო კონტექსტში იყენებს. ამ ტყუილ დაშვებაში სიმართლე მხოლოდ გვარამიას აღიარებაა.

,,აქედან გამომდინარე მე მგონია ყველაფერი ნათელია. ასეთი არათანმიმდევრულობა არის ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შედეგი, ისინი უკვე ვეღარ აკონტროლებენ სიტყვებს, ქცევებს, გუშინ საუბრობდნენ, რა საშინელება გააგზავნა მმართველმა პარტიამ საერთაშორისო პარტნიორებთან რურუას შესახებ, რაც დააბრალეს კახა კუჭავას და დღეს საუბრობენ, რომ რურუა კრიმინალური ავტორიტეტია“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა