სალომე სამადაშვილი - ყველა ელოდა, რომ კონსენსუსი იქნებოდა, მაგრამ ბერკეტები ხელში ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას" უჭირავთ - გამოიყენონ ეს ბერკეტები  და პოლიტიკური კონსენსუსი შედგება

ყველა ელოდა, რომ კონსენსუსი იქნებოდა, მაგრამ ბერკეტები ხელში ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას" უჭირავთ. გამოიყენონ ეს ბერკეტები და პოლიტიკური კონსენსუსი შედგება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან, აშშ- ის ელჩის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

სამადაშვილის თქმით, აშშ- ის ელჩის განცხადება ნათელია და ის შეთანხმების ორივე ნაწილის შესრულების აუცილებლობაზე საუბრობს.

„ჩვენ ვნახეთ, რომ იყო გაცხადებული, ძალიან ნათლად მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მხრიდან, რომ 8 მარტის შეთანხმების ორივე ნაწილი უნდა შესრულდეს. რას ნიშნავს, ეს განცხადება? - ეს იმას ნიშნავს, რომ საბოლოოდ არ არის შესრულებული შეთანხმება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, მაგრამ მეორე ნაწილი რაც შეეხება პოლიტიკურ, შერჩევით მართლმსაჯულებას, ასევე არ არის ბოლომდე შესრულებული. თუ ხელისუფლება გადადგამს რაიმე ნაბიჯებს, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ შეთანხმების ყველა პუნქტი შესრულდება, ჩვენ ჩვენი მხრიდან მზადყოფნას ვაფიქსირებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დავუჭიროთ. ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ძალიან კარგად ესმით ის სირთულეები, რომელიც დღეს ჩვენს წინაშე დგას. მათ შორის გიორგი რურუას საქმესთან დაკავშირებით. მაშინ, როცა სახალხო დამცველი პარლამენტში აცხადებს, რომ არ არსებობს არანაირი ნეიტრალური და ობიექტური მტკიცებულება რურუას წინააღმდეგ იმ საქმეზე, რომელზეც ის დაკავებულია და ამ დროს ხელისუფლება არის ძალიან აქტიურად დაკავებული პროპაგანდით რურუას წინააღმდეგ, მათ შორის მისი უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის ხარჯზე, ჩვენს პარტნიორებს დასავლეთში კარგად ესმით ის გამოწვევა, რის წინაშეც ვდგავართ. ეს არ არის მხოლოდ რურუას საქმე, ეს ეხება პოლიტიკურ გარემოს, რომლის პირობებშიც არჩევნებისკენ მივდივართ. იქნება გარკვეულწილად გულაცრუება, რადგან ყველა ელოდა, რომ კონსენსუსი იქნებოდა, მაგრამ ბერკეტები ხელში ივანიშვილსა და "ქართულ ოცნებას" უჭირავთ. გამოიყენონ ეს ბერკეტები და პოლიტიკური კონსენსუსი შედგება,"- განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისათვის, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რომ 8 მარტის შეთანხმება საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის მოხდა და ეს ნამდვილად დიდი წარმატება იყო. „ახლა ჩვენ ყველას გვსურს ვიხილოთ, რომ შეთანხმების ორივე ნაწილი შესრულდეს,"- აცხადებს კელი დეგნანი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს