ლადო კახაძე ნინო ლომჯარიას - არის თუ არა დანაშაული მედიის მიერ ბავშვთა პორნოგრაფიის პოპულარიზაცია?

ვუერთდები თქვენს სამართლიან მადლობას Covid19-თან ბრძოლაში გაწეული სამსახურისთვის. კარგი იქნებოდა, თუ მაკოორდინირებელ საბჭოზეც გაამახვილებდით ყურადღებას, რომელმაც ამ ღონისძიებებს თავი მოუყარა და ეს პოტენციალი კარგად გამოიყენა, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ლადო კახაძემ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, რომელმაც პლენარულ სხდომაზე საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2019 წლის ანგარიში წარადგინა.

დეპუტატი დაინტერესდა, ითვლება თუ არა ბავშვთა უფლებების დარღვევად რამდენიმე საკითხი.

„თქვენი ანგარიშის ნაწილია ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა, რომლის ქვეპუნქტია არასრულწლოვანთა დაცვა მავნე ზეგავლენისგან. ითვლება თუ არა მავნე ზეგავლენად და, უფრო მეტიც, დანაშაულებრივ ზემოქმედებად არასრულწლოვანთა ჩართვა „ფეიკ“ ნიუსებში, ტელეკომპანიების მიერ მათ სასარგებლოდ მომზადებულ გადაცემებსა და სიუჟეტებში? ითვლება თუ არა მავნე ზეგავლენად, არაპირდაპირი გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების გამოყენების ეგიდის წინსწრებით, არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის პოპულარიზაციის მაპროვოცირებელი ტელევიზიების ქმედება? დარწმუნებული ვარ თქვენი საღი აზრი კარგად უნდა იყოს აღქმული მსმენელებისთვის“, - განაცხადა ლადო კახაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.​

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა