მერაბ ტურავა - ვფიქრობ, შევძლებ, წარმოვაჩინო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო  როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ მედიასთან არჩევის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, ექვსწლიანი მუშაობს გამოცდილება აძლევს შესაძლებლობას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციას წარმატებით გაართმევს თავს.

"დღეიდან უფლებამოსილი ვარ შევუდგე მუშაობას და ვეცდები თქვენთან მედიასთან ვიყო გახსნილი და საკონსტიტუციო სასამართლომ ყველა კითხვას გასცეს პასუხი. მაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობის გამოცდილება, ექვსი წელი ვიყავი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და ვფიქრობ, თუ ამას დავუმატებთ, ჩემს აკადემიურ საქმიანობასა და გამოცდილებასაც, ვფიქრობ, შევძლებ, წარმოვაჩინო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე", - განაცხადა მერაბ ტურავამ.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე პარტია "ლელო საქართველოს" საპროტესტო აქციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს იყო დემოკრატიის გამოხატულება.

"ის, რომ აქცია იმართება და აზრის გამოხატვა ხდება, ესაა დემოკრატიის გამოვლინება, ნებისმიერ თანამდებობაზე არჩევა უნდა მოხდეს განსხვავებული აზრის ფონზე, დღეს აზრი დააფიქსირეს ახალბედა პოლიტიკოსებმა, ეს ნორმალურია. ქალბატონი ანის პოზიცია არ იყო კორექტული, მან ეს განცხადებები ჭორების ნიადაგზე გააკეთა, ის ჩემი სტუდენტი იყო, დიდ პატივს ვცემ მის მამას, მაგრამ ეს მისი უფლებაა", -განაცხადა მერაბ ტურავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო