ჯანმო-ს წარმომადგენელი - ევროპის 30 ქვეყანაში შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა, თუ ეს არ შეჩერდება, ჯანდაცვის სისტემები კიდევ ერთხელ მივლენ კოლაფსის ზღვრამდე

ევროპის 30 ქვეყანაში შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა, თუ ამის გაკონტროლება ვერ მოხდება, ჯანდაცვის სისტემები კიდევ ერთხელ მივლენ კოლაფსის ზღვრამდე , - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის დირექტორმა ჰანს კლუგემ, განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსის შემთხვევების მატება შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ დაიწყო.

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში 30 ქვეყანაში ახალი შემთხვევების მატება შეინიშნება. აქედან 11 ქვეყანაში კორონავირუსის გადაცემის დაჩქარებულმა ტემპებმა ვირუსის მნიშვნელოვანი გამოცოცხლება გამოიწვია. თუ ეს არ გაკონტროლდა, ევროპის ჯანდაცვის სისტემები კიდევ ერთხელ მივლენ კოლაფსის ზღვრამდე“, - განაცხადა კლუგემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო