ირინა იმერლიშვილი - შედეგი იყო მოსალოდნელი, მხოლოდ თეორიული შანსი იყო, შეცვლილიყო გადაწყვეტილება

შედეგი იყო მოსალოდნელი. მხოლოდ თეორიული შანსი იყო, შეცვლილიყო გადაწყვეტილება,- ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ ირინა იმერლიშვილმა განაცხადა.

როგორც ცნობილია, იგი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობისთვის იბრძოდა.

ირინა იმერლიშვილის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, რაიმე სახის ზეწოლა მიმდინარეობდა თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე.

"ვართ ზრდასრული ადამიანები, ვართ მოსამართლეები და ჩვენს გადაწყვეტილებებზე ვართ პასუხისმგებელნი. წარმატებები სასამართლოს, რომლის ძალა იმაში გამოიხატება, რომ აქ ხშირად განსხვავებული აზრი და პოზიცია ფიქსირდება. არ გვაქვს ერთსულოვნება, ეს არის, რითაც ეს სასამართლო განსხვავდება. მე არასდროს მოვექცევი ზეგავლენის ქვეშ, საიდანაც არ უნდა იყოს. არის განსხვავებული პოზიციები ჩემი მხრიდან არაერთხელ დაფიქსირებული. იმედი მაქვს ჩემი კოლეგებიც ასე იქცევიან. რაც შეეხება მანანა კობახიძეს, მასა და მის ძმასთან მაკავშირებს ურთიერთობა, ბევრი პერიოდი გამოვიარეთ ერთად. თუმცა, ეს არის მისი ინდივიდუალური გადაწყვეტილება. რაიმე ზეწოლაზე მე ინფორმაცია არ მაქვს", - განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს