ნინო ლომჯარია - უნდა მოხდეს შეთანხმება პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომ გარკვეული სიძულვილის ენა იქნება მიუღებელი

განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, პოლიტიკური სპექტრი უნდა შეთანხმდეს, სიძულვილის ენის გამოყენებაზე , - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც "ფეიკ ნიუსებთან" დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

ნინო ლომჯარიას თქმით, აღნიშნული მისი რეკომენდაციაა და შესაბამის ანგარიშშიც წერია.

„მე გამომიცდია და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში საგრძნობი არის სახალხო დამცველის წინააღმდეგ ძალიან აგრესიული დეზინფორმაციის კამპანია, არამარტო სოციალურ ქსელებში, არამედ ტელევიზიის მეშვეობითაც. ძალიან რთულია დაკავდე და მთელი შენი დრო მიუძღვნა შენი ინსტიტუტის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის გაბათილებას, მითუმეტეს როდესაც ჩვენ არ ვიყენებთ ისეთ საშუალებებს, როგორიც არის რეკლამის დაფინანსება ან სახალხო დამცველის შესახებ ინფორმაციის დასპონსორება, გავრცელება და ა.შ. ამიტომ რა თქმა, უნდა ძალიან აზიანებს ინსტიტუტებს და კონკრეტულ პირებს არასწორი ინფორმაციის გავრცელება.

ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა და ეს გვიწერია კიდევაც ანგარიშში, რომ განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში თუ მოხდება, არ ვიცი ეს რამდენად შესაძლებელი იქნება, მაგრამ პოლიტიკური სპექტრი უნდა შეთანხმდეს, სიძულვილის ენის გამოყენებაზე, მესმის, რომ ვერავის ვერ აუკრძალავ ერთმანეთის მიმართ გარკვეული ინფორმაციის გავრცელებას და მათ შორის, არაეთიკური ფორმით შეფასებას და ა.შ. მაგრამ, ერთადერთი გამოსავალია მოხდეს შეთანხმება პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომ გარკვეული სიძულვილის ენა იქნება მიუღებელი და ამაზე ყველა პოლიტიკური პარტია შეთანხმდეს“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს