ირაკლი კუპრაძე - დღეს სასამართლო სისტემა პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლი გახდა

მერაბ ტურავას არჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ არის უდიდესი დარტყმა ქვეყნის სასამართლო სისტემისთვის და პროცესი არ არის გამჭვირვალე , - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" წევრმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ლელო საქართველოდან" აცნობეს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

შენობასთან პარტია "ლელოს" აჭარის ორგანიზაციის წევრები იმყოფებოდნენ და მერაბ ტურავას სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნას აპროტესტებდნენ.

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი ირაკლი კუპრაძე მერაბ ტურავას სასამართლოს თავმჯომარედ დანიშვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ სასამართლო სისტემა პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლია და პასუხისმგებლობას მმართველ პარტიას აკისრებს.

„სასამართლო სისტემა პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლი გახდა. მერაბ ტურავას არჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ არის უდიდესი დარტყმა ქვეყნის სასამართლო სისტემისთვის. ჩვენ გავხდით სრულიად გაუმჭვირვალე პროცესის მონაწილე, სადაც მოსამართლე მანანა კობახიძემ სასამართლო სისტემას განაჩენი გამოუტანა. პასუხისმგებლობა არსებულ კრიზისზე სრულიად ეკისრება "ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა