დიმიტრი ხუნდაძე - არის კლინიკები, სადაც არ ხდება სტანდარტების დაცვა და ზოგჯერ სარისკო ხდება, რომ პაციენტმა მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება მიიღოს

არის კლინიკები, სადაც არ ხდება სტანდარტების დაცვა და ზოგჯერ სარისკო ხდება, რომ პაციენტმა მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება მიიღოს, - ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განუცხადა. მისივე თქმით, არის შემთხვევები, როდესაც სამედიცინო დაწესებულებები სავარაუდო გადაცდომების კვალს შლიან, როდესაც რეგულირების სააგენტო მათ შემოწმებას გეგმავს.

„არის კლინიკები, სადაც არ ხდება სტანდარტების დაცვა და ზოგჯერ სარისკო ხდება, რომ პაციენტმა მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება მიიღოს. შესაძლოა, გარკვეული გადაცდომა სიცოცხლის ხელყოფის ტოლფასიც კი გახდეს. ამიტომ მაკონტროლებელი ორგანოს და სერვისის მიმწოდებლის პასუხისმგებლობაც ორიენტირებული უნდა იყოს შედეგზე, რომ იქნას ხელმისაწვდომობა, უსაფრთხოება და მაღალი ხარისხი. იყო შემთხვევები, როდესაც მაკონტროლებელი ორგანო სამედიცინო დაწესებულების შესამოწმებლად შედიოდა სასამართლო გადაწყვეტილებით. ეს უკვე ცნობილი ხდებოდა იმ ობიექტისთვის, რომლის შემოწმებაც იგეგმებოდა და ზოგჯერ ხდებოდა გარკვეული ქმედებები, რომელიც შლიდა კვალს გადაცდომის მიზეზის ობიექტურად დასადგენად“, - განაცხადა ხუნდაძემ.

ცნობისთვის, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, რეგულირების სააგენტო უფლებამოსილი ხდება, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, პირდაპირი რეაგირება ჰქონდეს პაციენტის საჩივარზე და დაუყოვნებლივ შეისწავლოს შემთხვევა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა