გერმანიის ელჩი საქართველოში - ნება მომეცით, გამოვხატო ჩემი შეშფოთება სოფო კილაძესთან დაკავშირებით ბრალდებებზე

საქართველოში გერმანიის საელჩოს სოციალურ ქსელში, "ფეისბუქ" გვერდზე გერმანიის ელჩის ჰუმბერტ ქნირშის განცხადება გავრცელდა.

ელჩი აღნიშნული განცხადებით არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთ წარმომადგენელს, ანა აბაშიძეს მიმართავს.

”ჩვენმა მისიამ ჟენევაში გამომიგზავნა თქვენი კომუნიკაცია არაერთი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სახელით გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტში საქართველოს კანდიდატურასთან დაკავშირებით. ნება მომეცით, გამოვხატო ჩემი შეშფოთება ქართველ კანდიდატ, ქალბატონ სოფო კილაძესთან დაკავშირებით ბრალდებებზე. სამწუხაროდ, როგორც ყველამ ვიცით, პირადი ხასიათის შეტევები ხდება პოლიტიკურ პარტიებს შორის კონკურენციის დროს, განსაკუთრებით საქართველოში, მისი სამწუხაროდ პოლარიზებული პოლიტიკური ლანდშაფტით. რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, საერთაშორისო პარტნიორები აფასებენ იმ ფაქტს, რომ ისინი მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ სხვადასხვა საკითხებზე/პრობლემებზე და გამომწვევ მიზეზებზე იმის მაგივრად, რომ ასეთ დონეზე დაეშვან. ასევე გარწმუნებთ, რომ ჟენევაში მისია იღებს ადეკვატურ ინფორმაციას აქედან და სხვა საელჩოების მხრიდან მიღებულ ინფორმაციას ამუშავებს, რათა ჩამოაყალიბოს მოსაზრება წარმოდგენილ თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით.

მადლობელი ვიქნები, თუკი ჩემს შენიშვნებს გადასცემთ იმ ორგანიზაციებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს აღნიშნულ მოწოდებას/მიმართვას ჟენევის მისიებში", - აღნიშნავს განცხადებაში ელჩი.

აღნიშნულ თარგმანს საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა