„ევრონიუსის“ ინფორმაციით, საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა, რომელთა მოქალაქეებს საზღვრების გახსნის შემდეგ, ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა შეეძლებათ

„ევრონიუსის“ თანახმად, საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა, რომელთა მოქალაქეებს გარე საზღვრების გახსნის შემდეგ, ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა შეეძლებათ.

როგორც „ევრონიუსი“ წერს, ბრიუსელში მაღალჩინოსნები დახურულ კარს მიღმა განიხილავდნენ საკითხს, თუ რომელი ქვეყნების მოქალაქეებს შეეძლებათ პირველი ივლისიდან ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა და რომლებს კვლავ აეკრძალებათ, მას შემდეგ, რაც ევრობლოკი გარე საზღვრებს გახსნის.

გამოცემის ინფორმაციით, ჩამონათვალმა უკვე გამოიწვია დაპირისპირება, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ კორონავირუსით განსაკუთრებით დაზარალებული აშშ მასში არ შედის. სავარაუდოდ, სიის მიღმა რჩებიან რუსეთი და ბრაზილია.

ევროპელმა დიპლომატებმა „ევრონიუსს“ განუცხადეს, რომ ლიდერები დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმებამდე ვერ მივიდნენ თუ რომელ ქვეყნებს დაუბლოკავენ კვლავაც ევროკავშირის საზღვრებს და მოლაპარაკებები პარასკევს გაგრძელდება.

„ევრონიუსმა“ ევროკავშირის დიპლომატიური წყაროებიდან იმ ქვეყნების სრული ჩამონათვალი მოიპოვა, რომლებსაც ევროპის საზღვრებს გაუხსნიან. ჩამონათვალში მოხვდა საქართველოც. თუმცა მასში არ არიან აშშ, ბრაზილია, ყატარი და რუსეთი.

„ევრონიუსის“ მიერ მოპოვებული სიის თანახმად, ასე გამოიყურება იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა წარმომადგენლებს ევროპაში შესვლა შეეძლებათ: ვატიკანი, მონაკო, მონტენეგრო, ანდორა, სერბეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, უკრაინა, ალბანეთი, თურქეთი, კოსოვო, ჩრდილოეთ კორეა, თურქმენეთი, ვიეტნამი, ჩინეთი, ტაილანდი, მიანმარი, მონღოლეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, საქართველო, ბჰუტანი, ლიბანი, ინდონეზია, უზბეკეთი, ინდოეთი, ტაჯიკეთი, ყაზახეთი, პალაუ, ახალი ზელანდია, ავსტრალია, დომინიკა, ბაჰამის კუნძულები, სენტ-ლუსია, ურუგვაი, იამაიკა, კუბა, გაიანა, პარაგვაი, ვენესუელა, ნიკარაგუა, კოსტა - რიკა, კანადა, ანგოლა, ტუნისი, ნამიბია, უგანდა, მოზამბიკი, მავრიკი, ზამბია, რუანდა, ეთიოპია, მაროკო, ალჟირი და ეგვიპტე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს