მექსიკის ფინანსთა მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

მექსიკის ფინანსთა მინისტრს, არტურო ჰერერას, კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავცელებს.

გამოცემის ცნობით, მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ მას ვირუსის უმნიშვნელო სიმპტომები აღენიშნება.

„კარანტინში ვიქნები და მუშაობას სახლიდან განვაგრძობ,“- წერს ჰერერა.

აღსანიშნავია, რომ არტურო ჰერერა ქვეყნის პრეზიდენტ ანდრეს მანუელ ლოპეს-ობრადორის ერთ-ერთი უახლოესი მრჩეველია.

ადგილობრივი მედიის მიერ ერთი კვირის წინ გავრცელებულ ფოტოზე ჩანს, რომ პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი ერთმანეთთან ახლოს დგანან და პირბადე არცერთ მათგანს უკეთია.

ცნობისათვის, მექსიკის ჯადნადაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე -ღამის განმავლობაში მექსიკაში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი - 6 104 შემთხვევა - დაფიქსირდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 202 951-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 736 ადამიანის სიცოცხლე ემსხპერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 25 060-ს მიაღწია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს