ჟაირ ბოლსონარუ არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსი გადატანილი აქვს

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ აცხადებს, რომ შესაძლოა, ის კორონავირუსით დაინიფიცრებული იყო.

ბოლსონარუს მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ მან კორონავირუსზე ორი ტესტი ჩაიტარა და პასუხები ორივე შემთხვევაში უარყოფითი იყო, არ არის გამორიცხული, რომ მას ვირუსი გადატანილი აქვს.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ ჟაირ ბოლსონარუს ფედერალურმა სასამართლომ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება დააკისრა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ჯარიმის სახით 386 აშშ დოლარის გადახდა მოუწევს.

ცნობისათვის, ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 39 483 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 228 114-მდე გაიზარდა, კოვიდ 19-სგან დაღუპულთა რიცხვმა კი ქვეყანაში 54 971-ს მიაღწია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო