თსუ-ს რექტორი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რან გიდორმა თსუ-სა და ისრაელის სახელმწიფოს საგანმანათლებლო კავშირების განვითარება, ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი პროექტები და მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს.

თსუ-ს რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ისრაელის სახელმწიფოსთან ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს და ეს თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადადის.

„ისრაელის ელჩთან ერთად განვიხილეთ ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის გზები კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით. ვისაუბრეთ სამეცნიერო კონფერენციების ერთობლივად ჩატარების შესაძლებლობებსა და უამრავ სხვა საკითხზე, რომელიც დღის წესრიგში დგას და რომელიც ინტენსიური, საინტერესო და მრავალმხრივია.“ - განაცხადა რექტორმა.

ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა საქართველოში რან გიდორმა იმედი გამოთქვა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ისრაელის სახელმწიფოს სამომავლო თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება.

„კიდევ ერთხელ მოვედი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და გაოცებული ვარ მისი განვითარებით. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ისრაელის ცენტრის“ საქმიანობა ებრაელი ხალხისთვის კარგად არის ცნობილი. იმედია, ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება,“ - აღნიშნა ელჩმა.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ებრაისტიკა-არამეისტიკის მიმართულება 1944 წლიდან არსებობს. თსუ-ში ასევე ფუნქციონირებს „ისრაელის ცენტრი“, რომელიც აქტიურადაა დაკავებული ქართულ-ებრაული სამეცნიერო კვლევითი სამუშაოებით, სხვადასხვა მიმართულების საქმიანობითა და ღონისძიებებით. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ისრაელის სახელმწიფოსთან ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს და ეს თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადადის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო