ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა COVID-19-ის ფისკალურ შედეგებთან დაკავშირებულ ონლაინ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა საერთაშორისო კომპანია „სტრატეგისტის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციაში - „ეკონომიკის აღდგენის ხელშემწყობი ფისკალური ღონისძიებები ევრაზიაში” - მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ქართული მხრიდან სემინარში მონაწილეობა მიიღეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა, ლევან დგებუაძემ და ფინანსთა სამინისტროს მაკროეკონომიკური ანალიზისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა, მირზა გელაშვილმა. შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, ყაზახეთის, უკრაინისა და ესპანეთის როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. სემინარს უძღვებოდა საერთაშორისო დაბეგვრისა და ინვესტიციების ცენტრის პრეზიდენტი დენიელ ვიტი. მონაწილეებმა იმსჯელეს COVID-19-ის ფისკალურ შედეგებზე, ამ პერიოდში საგადასახადო ადმინისტრაციების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე. საუბარი შეეხო ევრაზიის ქვეყნებში ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანის გზებზე. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა კოლეგებს გააცნეს ის ღონისძიებები, რომელიც ქვეყანაში გადაიდგა კრიზისის პირობებში მყოფ გადამხდელთა მხარდასაჭერად და ადმინისტრირების პროცესის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, საუბარი შეეხო COVID-19-ის ეკონომიკურ შედეგებსა და საქართველოში კრიზისის დაძლევის შესაძლო სცენარებზე.

სემინარი ონლაინ გადაიცემოდა YouTube-სა და Facebook-ის პლატფორმებზე. ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული ორგანიზაცია „სტრატეგისტი“ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობით ევრაზიის რეგიონში ახორციელებს მრავალ პროგრამას, რათა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს დაეხმაროს ბუნებრივ რესურსებზე ორიენტირებული მოდელიდან გარდაიქმნან განათლებაზე ორიენტირებულ მოდელზე, კანონის უზენაესობისა და კერძო საკუთრების დაცვით.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს